სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბურის
N2 საჯარო სკოლა
ისტორიის კლუბის
„იბერია“
ზოგადი დებულება
თავი I
1.ზოგადი
დებულება
1.1 სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი „იბერია“ ლიანა ტაკიძის მიერ არის დაფუძნებული.
1.2კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე
მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი
1.4 კლუბის იურიდიული მისამართია:
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1
მოსწავლეთა შემოქმედებითი და შემეცნებითი უნარების განვითარება;
2.2 მოსწავლეთა კომუნიკაბელური უნარების ფორმირება;
2.3
ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად პასუხიმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
2.4
ჩამოუყალიბდეს ლიბერალურ ღირებულებაზე დაფუძნებული მსოფლმხედველობა და ეთიკური ქცევა;
2.5 აქტიური მოსწავლის აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი
უნარების განვითარება;
2.6
კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.7
საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.8
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის
მიზნებს, ინტრესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანებa:
3.1
კლუბის წევრობა ნებაყოფილობითია.
3.2
კლუბის
წევრი შეიძლება გახდეს VII-XII კლასისი მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3
კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს
წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით)
3.4
კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრობის მოწმობა.
3.5
კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიიღებაკლუბის
ლიდერის მიერ, სკოლის ისტორიის პედაგოგთან შეთანხმებით.
3.6
კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია
კლუბიასა და მისი საქმიანობის თაობაზე.
3.7 კლუბის წევრი ვალდებულია მიიროს მონაწილეობა კლუბის
საქმიანობაში დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები.
3.8 კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის
სახლით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასან
შეთანმების გარეშე.
3.9
კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია
კლუბის საქმინობასთან
3.10 კლუბის წევრს უფლება მოსილება უწყდება პირადი განცხადების
საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით,
როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული
წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილების
მიღება:
4.1
კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან, რომელთა რაოდენობაა არა უმეტეს 20 მოსწავლისა;
4.2კლუბს
ჰყავს ლიდერი, რომელიც აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
4.3
კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას.
4.4
კლუბის ლიდერის უფლება მოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ
განხორციელებულ პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის
ქონება, დანიშნოს გაათავისუფლოს კლუბის წევრერები,დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი
მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქციები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნებისათვის.
4.5
ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას ერთპიროვნულად;
4.6კლუბის
საერთო კრება უფლება მოსილია ხმათა უმრავლესობით: დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს
კლუბის წესდბა, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავჟდომარე.
4.7
კლუბის ლიდერი ირჩევა ერთი წლის ვადით.
4.8
ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეეული იქნას 2 ვადით.
5.ისტორიის კლუბის წევრი მოვალეა:
5.1
დაიცვას კლუბის დბულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
5.2
გაუფერთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
5.3აქტიური
მონაწილეობა მიიღოს ისტორიის კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი
შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
6. კლუბის მუშაობა:
6.1 კლუბი იკრიბება თევში მინიმუმ ორჯერ;
6.2
კლუბის საერთო კრება უფლება მოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/4;
6.3
კლუბის შეკრებიბი ფორმდება ოქმით:
7. სამოქალაქო კლუბის სამუშაო პერიოდი:
7.1 ისტორიის კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სკოლის
სასწავლო სემესტრს;
7.2 ისტორიის კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის
ჩათვლით:
7.3 კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის
დასრულების შემდეგ.
8. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის
შეწყვეტა:
8.1
კლუბის რეორგანბიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა, გარდაქმნა) და ლიკვიდაცია
ხორციელდება:
8.2
სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილბით;
8.3
მიზენბის მიღწევის შემთხვევაში.
თავი II
ზოგადი
დებულება ეთიკის შესახებ
მოცემული დბულება არეგულირებს
ისტორიის კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება ყველა წევრზე.
1.
კლუბის
წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს
მას და ზრუნავდეს მის განვითარბაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას,
მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის
მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
2.
კლუბის
წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას ადათსა და
დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფირად ახორციელბდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას,
ამართლებდეს ნდობას.
3.
კლუბის
წევრები და ლიდერი უფლებამოსილია გონივრულად ისარგებლოს და გამოიყენოს კლუბის სახელი,
კლუბის პროგრამები, პროექტები, განხორციელებული საქმინობების ანგარიშები, მათგან გამომავალი
დასკვნები და მიგნებები, ლიტერატურა, საქმიანობისას გამომუშავებული სასწავლო მეთოდოლოგია
საქმიანობისას მიღებული ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის ან პროგრამის გაგრძელებები და ყველაფერი,
რისი შემუშავებაც მოხდა კლუბში, წარმოადგენს კლუბის მატერიალურ და არა მატერიალურ საკუთრებას.
4.
ისტორიის კლუბის ბოროტად გამოყენება, სამუშაო პროცესში მიღებული შიდა ინფორმაციით მანიპულირება ( მისი არა დროული გადაცემა, დაფარვა, საჯაროდ გავრცელება)
პირადი მოგების მიზნით განიხილება უხეშ დარღვევად.
დასკვნითი დებულება
1.
წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დღიდან;
2.
ამ წესდბაში ცვლილბები შეიძლება შეტანილი იქნას მხოლოდ
საერთო კრების გადაწყვეტილებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий